LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პირველი Apple Premium Reseller-ის მაღაზია იხსნება

260

წარმოუდგენელი ფასები Apple -ის პროდუქციაზე-  თბილისში პირველი Apple Premium Reseller-ის მაღაზია iSpace 8 დეკემბერს 19:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” გაიხსნება.

როგორც iSpace -ში აცხადებენ, პირველი Apple Premium Reseller-ის გახსნაზე მისულ სტუმრებს დახვდებათ 20%-იანი ფასდაკლება iPad-ის პლანშეტებზე, Mac-ის კომპიუტერებზე და iPhone-ის სმარტფონებზე. ფასდაკლებასთან ერთად, სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა საინტერესო გასართობი აქტივობები და ცოცხალი მუსიკაც, ცნობილი ბენდის შესრულებით.

”აქცია შეეხება Apple-ის სხვადასხვა პოპულარულ პროდუქტს. მათ შორის ნებისმიერი ფერის iPhone 7 (32GB) გახსნის დღეს ეღირება 1519 ლარი, ნაცვლად 1899 ლარისა, iPhone 8-ის ფასი (64GB) 2499 ლარიდან 1999 ლარზე დაიწვეს, ულტრათხელი 13inch MacBook air-ის ღირებულება 2999 ლარიდან  2399 ლარზე ჩამოვა, ხოლო უახლესი MacBook Pro-ს ფასი 4520 ლარის ნაცვლად, 3599 ლარი იქნება. ასევე, ფასდაკლება გავრცელდება 2017 წლის ბოლო მოდელის iPad-ზე (32GB), რომელიც 1140 ლარის ნაცვლად, 899 ლარად გაიყიდება და ბოლოს უახლესი მოდელის სმარტფონი iPhone X – 3799 ლარის ნაცვლად, 3499 ლარი ეღირება”, – აცხადებენ iSpace-ში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქციის ფასები გახსნის დღეს ყველაზე გამორჩეული იქნება მსოფლიოში. “საქართველოში ასეთი ჯერ არავის გაუკეთებია, ფასები შეიძლება უფრო დაბალიც კი იყოს ვიდრე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. აქამდე, ვინც ცდილობდა, შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. “შავ ბაზარზე” შეძლებენ, ოფიციალური შესაბამისად, ხარისხიანი პროდუქციის მიღებას ბევრად უფრო მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს, ”- განმარტეს iSpace-ში.

როგორც მაღაზიაში აღნიშნეს, პლანშეტები და კომპიუტერები ხელმისაწვდომი იქნება iSpace-ის გახსნის თანავე, რომელიც შედგება 8 დეკემბერს 19:00 საათზე “გალერია თბილისი”-ის მეორე სართულზე. სპეციალური ფასები იმოქმედებენ მხოლოდ გახსნის დღეს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

მეორე სართულის ატრიუმში მოეწყობა Apple-ის სამყარო სხვადასხვა გასართობი ზონებით, მათ შორის: ცოცხალი შესრულება პოპულარული ბენდის მიერ, საინტერესო ფოტოზონა, ბავშვების გასართობი კუთხე, bubble შოუ და სხვა. გასართობი ზონების გარდა, სტუმრები შეძლებენ, შეისწავლონ iPad-ზე ხატვა და თავად გახდნენ მხტვრის ინსპირაციის წყარო. ყველა სტუმარს მიეცემა შანსი, მოიპოვოს საჩუქარი ღონისძიების მსვლელობის დროს.

შეგახსენებთ, რომ Apple Premium Reseller-ის ოფიციალური მაღაზია ,,გალერია თბილისში”  სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე განთავსდება და მაღაზიის ფართი 100კვ.მ-ს გადააჭარბებს. მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გაიგონ უფრო მეტი Apple-ის პროდუქიის ფუნქციებზე, და მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე რაც მათ თავიანთი უნიკალური პროდუქციის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. iSpace-ი ყველაზე პირველი გააცნობს თავის მომხარებელს მსოფლიო სიაახლეებს და შეინარჩუნებს კონკურენტუნარიან ფასებს ბაზრის დონეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები