2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა. შსს-ს ინფორმაციით, 13 ივნისის საღამოს 20:00 საათიდან 14 ივნისის 03:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ავტომანქანებით გადაადგილება ასევე შეიზღუდება სულხან ცინცაძის ქუჩიდან ვერეს ხეობაში მდებარე გვირაბის გავლით, ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით.

14 ივნისს 09:00- დან 11:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან ნინო რამიშვილის ქუჩამდე, ასევე, გმირთა მოედნიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

მსგავსი თემები