LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი ჩამოდის

123

ცნობილი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22 ოქტომბერს ჩამოვა.ინფორმაციას on.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,  ზვიაგინცევი პროექტის “თანამედროვე კინოს დიდოსტატები” ფარგლებში ორი დღის განმავლობაში  შეხვედრებს გამართავს.

აღნიშნული პროექტის  მიზანია საქართველოში უახლესი კინომეტყველების ფორმების დანერგვა და განვითარება .

ცნობისთვის,  ადნრეი ზვიაგინცევი წელს კანის ჟიურის წევრი იყო. მისი ფილმები – Leviathan და Loveless ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები