LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, რუსეთის საელჩოსთან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

121
141425065-140432684476624-8566990454153411269-n

თბილისში, რუსეთის საელჩოსთან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. გარდა ამისა, დღევანდელ აქციაზე ასევე აპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას საქარველოსა და უკრაინაში.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია სლოგანით “თავისუფლება ნავალნის” რუსეთის 93 ქალაქში იგეგმება.

ცნობისთვის, რუსეთის პოლიციამ ნავალნის მომხრეების დაკავება ჯერ კიდევ 22 იანვარს დაიწყო.

რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქცია “თავისუფლება ნავალნის” მიმდინარეობს, დაკავებულია 125-ზე მეტი მომიტინგე

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა სამხედრო დანიშნულების შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

მოსკოვში ჩასული ნავალნი პოლიციამ აეროპორტშივე დააკავა. მეორე დღეს, 18 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გამართვისა და ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები