LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

133
118772117-2391467841157434-7722091320896845497-o

თბილისში, აბო თბილელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა ინფორმაცია, რომ საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩნდა ხანძარი.

„შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში

ადგილზე მოხდა 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება.

ცეცხლი სამსართულიანი შენობის სასხვენო გადახურვას და მანსარდში განთავსებულ ოთახებს ეკიდა. ხანძარი, ასევე, შეინიშნებოდა შენობის სარდაფშიც, სადაც სამშენებლო ნარჩენები იყო მოთავსებული.

ხანძრის ლიკვიდირება 60-მდე მეხანძრე-მაშველმა მოკლე დროში შეძლო. დაკვირვების მიზნით, ადგილზე კვლავ რჩება მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები