LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სასტუმრო Fortune Group of Hotels იხსნება

2045
72226824-752526841860427-1167135887851520-n

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების მხარდაჭერით თბილისში, დღეს, 20:00 საათზე, სასტუმრო Fortune Group of Hotels იხსნება.

„აწარმოე საქართველოს“ ინფორმაციით, Fortune Group of Hotels არის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 2001 წელს დაფუძნებული 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, რომელიც აერთიანებს 10 სასტუმროს და მათ რიცხვს მიემატება საქართველოში განხორციელებული პროექტი.

თბილისში არსებული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო მოიცავს 120 სტანდარტულ მაღალი კატეგორიის ნომრებს, საცურაო აუზს, სავარჯიშო სივრცეს და ახლად დამატებულ ინდურ-ქართულ რესტორანს “ჯიმი-ჯიმი” ტერასით და საუკეთესო ინდური სამზარეულოთი.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 9.5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 80 ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები