LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში შემოსულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექცია უტარდება

97
1 დეზინფექცია

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გუშინ გამოცხადდა. განკარგულება ძალაში დღეს დილის 8:00 საათიდან შევიდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.

ამ წუთებში დედაქალაქში შემომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია მიმდინარეობს. მცხეთასთან მობილიზებული გამშვები პუნქტიდან თბილისის მიმართულებით შემომავალი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარის საშუალებით მუშავდება, ხოლო მგზავრები შესაბამის სამედიცინო შემოწმებას გადიან.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმი საქართველოს მთავრობამ გუშინ უფრო გაამკაცრა. პრემიერ მინისტრმა ქვეყანაში კარანტინის დაწესების ერთ-ერთ მიზეზად მოქალაქეების მიერ სიტუაციის არასერიუზულად აღქმდა დაასახელა.

პოპულალურები