LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტაქსის მძღოლებს სამარშრუტო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობის ან გაჩერების უფლება ექნებათ – კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

288
Untitled design (4)

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებათა პროექტი მოამზადა.

კანონში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს იმსჯელა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თბილისში ტაქსის მძღოლებს მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და გადმოსხდომის მიზნით მიეცემათ შესაძლებლობა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ ადგილას იმოძრაონ ან გაჩერდნენ.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

“ტაქსის მძღოლებს შეეძლებათ უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა, მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომისა და ავტომობილიდან გადმოსხდომის დროს. ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას”, – განაცხადა მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები