LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტექნიკის მაღაზია “სმაილის” ფილიალი გაძარცვეს

622
arai_5c95ebecad4db

თბილისში სმაილის მაღაზია გაძარცვეს. მაღაზია დილით დაახლოებით, 9 საათისთვის გაიქურდა.მაღაზიიდან ორი ჰოვერბორდია წაღებული.

როგორც სმაილის მაღაზიათა ქსელის მენეჯერი, რუსთავი ორთან საუბრისას ამბობს, მაღაზია უკვე ხუთჯერ არ გაძარცვული. მისივე თქმით, ძარცვა ისე სწრაფად ხდება დაცვა რეაგირებას ვერ ასწრებს, რადგან მძარცველები 30 წამში ახერხებენ მაღაზიიდან ნივთების გატანას.

„დაგვხვდა ჩატეხილი ვიტრინა, თავისთავად დაცვის სამსახურმა უცბად მოახდინა რეაგირება, მოვიდნენ ერთ წუთში, მაგრამ ერთი წუთი ამ ვიტრინის გატეხვას და იქიდან ნივთების წაღებას არ სჭირდება. მერე კრიმინალისტები მოვიდნენ, პოლიცია მოვიდა, ჯერჯერობით მიდის ძიება. ეს ფილიალი 5-ჯერ არის გატეხილი. აქამდე არასრულწლოვნები იყვნენ და ტელეფონები გაქონდათ, დაახლოებით, 21 წამში,“ – ამბობს ვახტანგ მუჯირიშვილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისმობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები