LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ყვავის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

806
affbf1e9746d653046d9c56f76641602

თბილისში, 5 ადამიანს ყვავი დაესხა თავს. შემთხვევა დღეს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები “ნიუ ჰოსპიტლსში” გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, 5-მა პირმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ბინაზე გაწერეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ ნახალოვკაშიც მოხდა. ყვავი შუახნის ქალს თავს დაესხა, თუმცა მან ფრინველის მოგერიება ჩანთის საშუალებით შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები