LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველა აგრარული ბაზარი გაურკვეველი დროით დაიკეტა

331
1 დეზერორი

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიკეტა სახელმწიფო და კერძო ობიექტები, დაწესებულებები, ოფისები და ა.შ. ღია მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები და სხვა აუცილებელი ობიექტები დარჩა. ახალი კორონავირუსის შიდაგავრცელების ფაზაში შესვლის შემდეგ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ზომები უფრო გამკაცრდა. საკარანტინე ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა რამდენიმე მუნიციპალიტეტი. ადგილობრივი თვითმმართველობის ვარაუდით იგივე ზომები შესაძლოა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც განხორციელდეს. მიზეზი აქაც ვირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროებაა.

პრეცენციისა და უსაფრთხოების მიზნით სამეგრელოში 3 აგრარული ბაზარი უკვე დაიკეტა. დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა დედაქალაქშიც. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პრევენციის მიზნით გატარებული აღნიშნული ღონისძიება თბილისის მერიის გადაწყვეტილება იყო.

კორონა კი არა, შიმშილი მოგვკლავს: პროდუქტები უმოწყალოდ ძვირდება, მაღაზიები ფასებს თვითნებურად უმატებენ

რაც შეეხება დედაქალაქის მერიას, “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებენ, რომ რეგულაციების გამკაცრება უკავშირდება ვირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს. აქვე განმარტავენ, რომ აგრარული ბაზრების გახსნის სავარაუდო თარიღი ამ დროისათვის დაუდგენელია.