LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდაზეა- აქ 1 კვ. მეტრი 4178 ლარი ღირს

114
ფ

თბილისში ბინის შეძენა ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე დაჯიდებათ, კერძო სახლის კი – ვაკეში.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.1 პროცენტი შეადგინა.

2021 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.3 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები გაიზარდა კერძო სახლების სეგმენტში (2.2 პროცენტი). 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – კერძო სახლებზე 17.9 პროცენტით, ხოლო ბინებზე – 7.5 პროცენტით.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს უბნების მიხედვით, როგორც უკვე გითხარით, თბილისში ბინა ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, აქ 1 კვ. მეტრი 4 178 ლარი ღირს, მეორე პოზიციაზე მთაწმინდას ვაკე მოჰყვება – 3 660 ლარით, სიძვირის მიხედვით მესამე პოზიაციაზე საბურთალოა – 3 194 ლარით.

განსხვავებული მაჩვენებლებია ახალაშენებული კერძო სახლების ფასებთან დაკავშირებით, 1 კვ. მეტრზე დედაქალაქის უბნების მიხედვით. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე ძვირი, ანუ 3 800 ლარი არის ვაკეში; ხოლო ყველაზე იაფი – 1 730 ლარი სამგორის რაიონში. მთაწმინდაზე კერძო სახლის ფასი 1კვ. მეტრზე 3 460 ლარია, საბურთალოზე – 2720 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები