LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისური ბაზარი/Tbilisi Street Market 24 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით გაიმართება

uuuu

24 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების  საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და კომპანია GeoEvents-ის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე გამოფენაგაყიდვა, სახელწოდებით თბილისური ბაზარი/Tbilisi Street Market გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა– გაყიდვა პირველად 2018 წლის ივლისში, რიყის პარკში ჩატარდა და მას შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შესაძლებლობა თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კომპანიას გადაეცა. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი მიკრო და მცირე მეწარმეების პროდუქციის პოპულარიზაცია მოტივაცია და ხელშეწყობა.

გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ გაიარონ რეგისტრაცია 17 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ფორმა:

https://goo.gl/forms/WtmMnzu1LcuLgIBn1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები