LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილი: „16.000 ადამიანი შეეწირა კოვიდის დანაშაულებრივ უაზრო მართვას, მოსახლეობის მხოლოდ 30% აცრილი, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ვაქცინაში გადახდილი მილიონობით ლარი წყალში გადაიყარა…“

500
teaadeishvili

თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის მართვის სქემას მიმოიხილავს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივ მართვას 16 000 ადამიანი შეეწირა:

„16.000 ადამიანი შეეწირა კოვიდის დანაშაულებრივ უაზრო მართვას, მოსახლეობის მხოლოდ 30% აცრილი, ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ვაქცინაში გადახდილი მილიონობით ლარი წყალში გადაიყარა ან ქოცების ჯიბეებში ჩაიყარა, თან ვაქცინას ყიდულობდნენ და თან ანტივაქსერულ კამპანიას აჩაღებდნენ, ძალიან გვიან, ძლივს მოიფიქრეს, ბანერები მაინც გაეკრათ და მერე იმასაც ოპოზიციის და სისხლიანი ფოტოები გადააწებეს.  ვაქცინა ისეთ დროს შემოიტანეს, რომ აცრის უამრავმა მსურველმა ვეღარ მოასწრო აცრის გაკეთება და კოვიდის მსხვერპლი გახდა! ღმერთმა დაგვიფაროს, კორონას კიდევ ერთი კუდის მოქნევა – უამრავი მსხვერპლი იქნება.  და აი, ეს ხელისუფლება და მათი რეალური თუ ვირტუალური ტროლ-ბოტები მიშაზე, ზელენსკიზე, აგერ ვხედავ კელი დეგნანზეც კი დაგეშეს და საერთო მესიჯ-ბოქსიდან გასავრცელებელი ტექსტით სულ მკვლელებს ეძახიან… არადა, თავად მართლა მკვლელები რომ არ იყვნენ, 16.000-დან რამდენის გადარჩენა შეიძლებოდა, თვითონაც ხომ კარგად იციან…“

ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით – ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ: ცერცვაძე

ამირან გამყრელიძე: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს, ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები