LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა ადეიშვილი: „საკონტროლო გასროლა იყო ჩემთვის.. შეუძლებელია ვინმეს უნდოდეს საკუთარი ქვეყნის მარცხი იმის სანაცვლოდ, რომ გვარამია, სააკაშვილი იყვნენ ციხეში“

656
თეა ადეიშვილი

„იმ ადამიანებს რომლებიც არიან ალბათ “ოცნების” გულწრფელი ან მოტყუებული მხარდამჭერები, ნათლად უნდა ავუხსნათ, რას აჩეჩებს ხელში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება – ეს არის შურისმაძიებელ საზოგადოებად გადაკეთება, რაც უფსრკულისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას“, – ამის შესახებ „მთავარი“ არხის წამყვანმა, ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა.

მისივე სიტყვებით, „შეუძლებელია ვინმეს უნდოდეს საკუთარი ქვეყნის მარცხი იმის სანაცვლოდ, რომ ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი იყვნენ ციხეში“.

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

„გუშინდელ გადაწყვეტილებაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ იყო ძალიან ცინიკური პრობლემა ნაპოვნი, რატომ დაჯდა ის იმ მანქანაზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის ბალანსზე იყო და რატომ მოძრაობდნენ ამ მანქანის ხანდახან მისი ცოლი და შვილი.

ახლა გაიხსენეთ, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ჩინოვნიკები, თავისი მეუღლეები, მათი არაფორმალური მეუღლეები რამდენი დადის თქვენი და ჩემი ფულით ნაყიდი მანქანით და იმ ბენზინით, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მანქანაში რომ ვერასდროს ვერ ჩაეტევა, იმდენი არის ჩასხმული.

ვფიქრობ, ჩვენ აღარასდროს უნდა ვთქვათ, რომ ქართულმა დემოკრატიამ თავი ამოწურა, ახლა ვართ ამ მიჯნაზე და საშიშროების ზღვარზე. საკონტროლო გასროლა იყო ჩემთვის პირადად საქალაქო სასამართლოში, ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოცხადებული და ბიძინა ივანიშვილის მიღებული ეს გადაწყვეტილება.

მე არ ვიცი რამდენად უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ასე დაემძიმებინა ვითარება საქართველოში, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის მარტო არ მოქმედებს და მის უკან არის გაცილებით საშიში ძალა, რომელიც ახლა ომს აწარმოებს უკრაინაში.

ჩვენ გვინახავს შემთხვევები, როდესაც საკონტროლო გასროლის შემდეგაც გადარჩენილან ადამიანები და მე მინდა, რომ ჩვენ აგვცდა ეს ტყვია, თუ არადა დავიჭერით მაინც”, – განაცხადა თეა ადეიშვილმა.

კობახიძე: მათ შორის საელჩოების განცხადებებმა, გვარამიას მისცა საშუალება გაეძარცვა „რუსთავი 2“, სამწუხაროდ, დღესაც ​იგივეს ვხედავთ

კობახიძე: ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები, თავისი არსით, არიან ანტიევროკავშირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები