LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობა” ღრმა კრიზისშია

138
BeFunky-collage (3)

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გასაკვირი ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ თავიანთ ხურჯინში” , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელსაც არასდროს ჰქონია რამე პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ან მომავლის პროგრესის მაჩვენებელი იქნებოდა

„უკვე ამდენი თვეა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, ასევე საზოგადოება უფრო ფართოდ, ამ დაპირისპირებას ვაკვირდებით და ვხედავთ ერთ რამეს, რომ ეს დაპირისპირება თითქოს უსასრულოა. ის კი დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ ეს დაპირისპირება პირდაპირი დიაგნოზია იმ ალბათ გამოუსწორებელი ღრმა კრიზისის, რომელშიც ეს პოლიტიკური გაერთიანება იმყოფება. გასაკვირი ეს ალბათ არ არის იმ პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ, ასე ვთქვათ, თავიანთ ხურჯინში და ასევე იმ მოქმედებებით თუ უმოქმედობებით, რომლებსაც ისინი ატარებდნენ ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ოპოზიციური ძალა. ისინი ხელისუფლებას არაკეთილსინდისიერად ებრძოდნენ, ვინაიდან მათ არასდროს ჰქონიათ რამე პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის დამაჯერებელი ან მომავლის პროგრესის მაჩვენებელი იქნებოდა და პრაქტიკულად, საქმე გვაქვს შიგნიდან ჩამოშლასთან“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით,  მმართველი გუნდისთვის დიდი ხანია ენმ, როგორც პოლიტიკური ძალა დიდი ხანია აღარ არსებობს.

„აქ ალბათ კეთილსაიმედო პროგნოზის გაკეთებაც ძალიან რთულია. ჩვენთვის კი, ალბათ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, ვინ იქნება გენმდივანი, რადგან ეს პოლიტიკური ძალა არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენთვის, ჩვენს თვალში უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მელია: ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტიაში, არჩევნების გზით უნდა გადაწყდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ.. ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაციაა“ – ვინ როგორ აფასებს გავრცელებულ ჩანაწერს

ანა დოლიძე ენმ-ზე : რასაც ვისმენთ რამდენიმე თვეა, ინტრიგებია, სამეფო კარის ინტრიგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები