LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალიზებული სპექტაკლი ლგბტ თემის შესახებ – თბილისი პრაიდი იხსნება

371
პრაიდი 3

„თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და პირველი ღონისძიებაც დღეს ჩატარდება.

ორგანიზატორების განმარტებით, ეს იქნება თეატრალიზებული სპექტაკლი ლგბტ თემის და მათი პრობლემების შესახებ. სპექტაკლის ადგილი და დრო უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ცნობილი არ არის.

მათივე განცხადებით, ისინი აცნობიერებენ, რა რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას გეგმავენ.

„მიდის ათეულობით ადამიანის დაძაბული მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ღონისძიებამ ჩაიაროს მშვიდად. ჩართულები არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც და პროცესი არის მუშა. რაც შეეხება რისკებს. რისკები არსებობს, ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყება რისკების არიდების პრევენციის არის სახელმწიფო უწყებები და ჩვენ თითოეულ ამ ადამიანს, ვინც მარშში მონაწილეობას დააპირებს, ვეტყვით, რომ რისკები,  რა თქმა უნდა, არსებობს და მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

ორგანიზატორების თქმით, დღის წესრიგში პროგრამული ცვლილებები არ არის და ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები