LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალიზებული წარმოდგენა, ილუსტრაცია და შოუ – თბილისში „პურის ფესტივალი’’ ჩატარდება

296
IMG-0250

პურის მასშტაბური ფესტივალი გამოფენებითა და დეგუსტაციით 12 და 13 ოქტომბერს დედაქალაქის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი’’ თბილისში უკვე მეორედ ტარდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას ძველი პურის ცხობის ტრადიციების შესახებ, რომელსაც ბოტანიკური ბაღი ‘’ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებასთან’’ ერთად წარმოგიდგენთ. ასევე, წარმოდგენილი იქნება შემეცნებითი ილუსტრაცია ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ამასთან, „პურის ფესტივალზე’’ დაგხვდებათ პურის დეგუსტაცია, ცოცხალი მუსიკა, ბენდი, გათამაშებები და გასართობი აქტივობები. ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

აღსანიშნავია, რომ ბოტანიკური ბაღის კოლექციაში უძველესი, იშვიათი და გადაშენების პირას მისული ქართული მარცვლოვანი კულტურები ინახება, სწორედ ამან განაპირობა ფესტივალის იდეის წარმოშობა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქ. თბილისის მერია და ქართული გენეტიკის სურსათი “გემოვანი”. პარტნიორები – „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება’’ და wizardevents.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები