LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი თამარ ბოკუჩავა ფილტვის სიმსივნეს ებრძვის და დახმარება სჭირდება

240

თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თამარ ბოკუჩავა ფილტვის სიმსივნეს ებრძვის.

ამ ეტაპზე მისმა ოჯახმა მატერიალური რესურსი ამოწურა და ხალხის დახმარება სჭირდება.

თამარ ბოკუჩავა პირველი პაციენტი იქნება საქართველოში, ვინც ახალი თაობის წამლით “ტაგრისოთი” იმკურნალებს.

მკურნალობის ერთი თვის კურსი ექვსი ათასი ამერიკული დოლარი ღირს. თამარს და მის ოჯახს საზოგადოების დახმარების იმედი აქვს.

მისი მეგობარი აქვეყნებს ანგარიშის ნომერს და ფასიან ტელეფონის ნომერს, რომლითაც შესაძლებელია ქველმოქმედების განხორციელება.

„თიბისი ბანკი“

GE 54TB7500645061100004

მიმღები : თამარ ბოკუჩავა

ტელეფონის ნომერი: 0901 701 418

„ბილაინი“

„მაგთი“

„ჯეოსელი“

ზარის ღირებულება 1 ლარი

“მოგმართავთ თხოვნით ყველას, ვისაც თანადგომა და ქველმოქმედება შეგიძლიათ!!!

ცნობილ ქართველ თეატრმცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორს, თამარ ბოკუჩავას გასულ წელს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი _ ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე. უკვე ერთი წელია თამარი ამ დაავადებას ებრძვის. ოჯახის წევრები და მეგობრები მის გვერდით ვდგავართ, მაგრამ ამ ბრძოლაში, უკვე თქვენი თანადგომაც გვჭირდება.

საბედნიეროდ, აღმოჩნდა ახალი თაობის წამალი ,,ტაგრისო“. თამარ ბოკუჩავა პირველი პაციენტია საქართველოში, ვისაც ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა დაუნიშნეს. საქართველოში ეს პრეპარატი ჯერ არ იყიდება, შესაბამისად, თამარმა პრეპარატი უცხოეთში უნდა შეიძინოს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მკურნალობის მხოლოდ ერთი თვის კურსი (30 აბი) 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარზე მეტი ღირს. თამარს კი, საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება, რომ საბოლოოდ დაამარცხოს მძიმე დაავადება. ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით, თამარმა მკურნალობის ორი კურსი ჩაიტარა და დადებითი შედეგი სახეზეა.

,,ტაგრისო“ ერთადერთი პრეპარატია, რომლითაც თამარი ამ მძიმე სენის დამარცხებას შეძლებს. ოჯახმა კი, ყველა შესაძლო ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა.

მოგმართავთ თხოვნით, დავუდგეთ თამარს გვერდით და ერთად დავამარცხოთ ვერაგი დაავადება.

ყველა ერთად, ამას შევძლებთ!!!”, – წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები