LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში შენგენის ზონაში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს – შსს

131
passportcontrol

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის წინა თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, შენგენის ზონაში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს. ამ მონაცემებში საფრანგეთი ლიდერობს (37 მოქალაქე). სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: იტალია – 34 უარი, კვიპროსი – 33, პოლონეთი – 30, ესპანეთი – 25, გერმანია – 20, ავსტრია – 20, უნგრეთი – 11, საბერძნეთი – 7, ლატვია – 6, ჩეხეთი – 4, ლიეტუვა– 2, ნიდერლანდები – 1, ბულგარეთი – 1.

შსს-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა. პოლონეთს 3198 მოქალაქე ესტუმრა, საბერძნეთს – 2994, იტალიას – 2594.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები