LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტედროს ადანომ გებრეიესუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად კენჭისყრას მეორე ვადით გეგმავს

53
ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ტედროს ადანომ გებრეიესუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად კენჭისყრას მეორედ, ხუთწლიანი ვადით გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Stat News-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტედროს გებრეიესუსი 2017 წელს პირველი აფრიკელი გახდა, რომელმაც ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. მან პრიორიტეტად დაასახელა საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოტენციურ კანდიდატებზე საუბარი მათ არ შეუძლიათ.