LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი „ოსკარ დე ლა რენტას“ ფლორისტულ კაბაში ფილმის პრემიერაზე (ფოტო)

234
slt-swpt-newsw3445

ტომ ჰუპერის ახალი მიუზიკლის, „კატების“ მსოფლიო პრემიერა ამჯერად ნიუ-იორკში გაიმართა. ფილმი, სადაც მთავარ როლებს იდრის ელბა, ჯუდი დენჩი, ტეილორ სვიფტი და იენ მაკელენი ასრულებენ, ეკრანებზე მალე გამოვა. ფილმს უდიდესი შანსი აქვს წელს კინოაკადემიის ფავორიტი გახდეს.

ნიუ-იორკში გამართული პრემიერის მთავარი გმირი ამჯერად ტეილორ სვიფტი გახდა, რომელიც წითელ ხალიჩაზე ერთ-ერთი პირველი გამოჩნდა. 30 წლის გრემის ფმლობელი მსახიობი ბრწყინავდა „ოსკარ დე ლა რენტას“ ფლორისტულ კაბაში, რომელიც ბრენდის 2020 წლის საგაზაფხულო კოლექციიდანაა შერჩეული. წითელი და ოქროსფერის კაბა ძალიან გემოვნებით იყო შეხამებული მომღერლის ოქროსფერ თმასა და წითელ ტუჩსაცხთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები