LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფონდში თანხა გადარიცხა 

93

 

ტეილორ სვიფტმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფონდში საკამაოდ დიდი თანხა გადარიცხა. მომღერალმა მისი მეგობრის, მარიშკა ჰარტიგას ფონდი აირჩია. უცნობია, რა თანხა გაიღო ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტეილორმა სასამართლოში საქმე მოიგო. მომღერალმა  დიჯეი მიულერს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ეს უკანასკნელი მის უკანალს შეეხო, როდესაც ფოტოს იღებდნენ. მაშინ მომღერალმა საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და ჩათვალა, რომ ამ პრობლემას მხოლოდ სასამართლოს გზით მოაგვარებდა.

გამარჯვების შემდეგ, სვიფტმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: ”ვიცი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან საკუთარი თავის დაცვა შემიძლია. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც ვინმესთვის ხმის მიწვდენა სურს. უახლოეს მომავალში შევქმნი ფონდს, რომელიც სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები