LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მერია ინაუგურაციასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს

თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის მერია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 14, 15 და 16 დეკემბერს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება.

მუნიციპალიტეტის ცნობით, 14 და 15 დეკემბერს გასროლა სატესტო რეჟიმში გახორციელდება.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალი 16 დეკემბერს თელავში, „ბატონის სასახლეში“ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები