LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის სავიზიტო ბარათს საფრთხე აღარ ემუქრება – ჭადარს უმკურნალეს

323
20180809004425

თელავის სავიზიტო ბარათს საფრთხე აღარ ემუქრება – ჭადრის ხეს, რომელიც 900 წელზე მეტს ითვლის, უმკურნალეს.

თელავის ისტორიული ჭადრის ხის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სპეციალური სამუშაოები ჩატარდა. ხე გაათავისუფლეს არასწორად მზარდი ტოტებისა და ხმელი ნაწილებისგან. აღსანიშნავია, რომ თელავში, ადგილობრივი სპეციალისტების დასახმარებლად, საგანგებოდ ჩამოვიდნენ ბიოლოგები გერმანული ქალაქიდან, ბიბერახიდან.

შეგახსენებთ, ჭადრის მკურნალობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ხემ ხმობა დაიწყო. თელავის ჭადრის ხეს 900-წლიანი ისტორია აქვს და ის ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. ჭადრის გარშემოწერილობა 12, სიმაღლე კი 40 მეტრია. თელავში ჩასული ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა ქალაქს ჭადრის უნახავად არ ტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები