LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში მამაკაცს ზებრაზე ავტომობილი დაეჯახა

7c67ed801b5076abc880caab22611cd3_XL

თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე 70 წლამდე ასაკის მამაკაცს ავტომობილი ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” დაუდასტურეს.

დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები