LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეჟურნალისტ ვიკა ბუკიას ახალი საქმე – „წარმოგიდგენთ თანამედროვე ავეჯს წარსულიდან…“

347
vikabukia629

ტელეჟურნალისტმა, „ტვ პირველის“ სახემ, ვიკა ბუკიამ, თავისი პროფესიისგან სრულიად განსხვავებული ახალი საქმიანობა წამოიწყო. ის ავეჯს ამზადებს, რომელთა ნიმუშები ახლახან სოციალურ ქსელში გამოფინა და დაწერა:

„ყველაფერს უცნაური უიღბლობით ვიწყებ. დავიწყე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ცხოვრების არც თუ ისე მარტივ ეტაპზე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა ყველაფერი ასე დაიწყო:  ფეისბუკ ფეიჯი როგორც კი გავაკეთე, ვიღაც შეძვრა და გადაწყვიტა ჩემს ავეჯთან ერთად, გასახდომი საშუალებებიც დაებუსტა. სასაცილო კი არის, მაგრამ ამ სისულელის გამო ბუსტები დამებლოკა. აი, ასე. უკვე ორი თვეა უშედეგოდ ვეხვეწები ადმინისტრაციას მომცეს ბუსტების საშუალება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია.

არადა, ბევრმა მინდა ნახოს ის, რასაც მე ვაკეთებ; ამ ხის ნივთების მოწონება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე აი, ჩემს სელფებს რომ ალაიქებთ (რისთვისაც გულითად მადლობას გიხდით).

ეს პოსტი უნდა დაწერილიყო მამაჩემის სიცოცხლეში და ის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ამ საქმეში. პირველი გამოხმაურებაც სწორედ მისი იქნებოდა.

წარმოგიდგენთ თანამედროვე ავეჯს წარსულიდან. ზუსტად ისეთს, მე რომ მინდოდა ჩემი სახლისთვის და ვერსად ვიშოვე ამ ქალაქში. ვინ იცის, იქნებ, თქვენც ჩემსავით ეძებთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები