LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა, როცა პატარას ხმა გავიგონე”- ქართველმა გოგომ შვილის სიცოცხლის პირველი წუთები თავად აღბეჭდა (ფოტოები)

450
BeFunky-collage (3)

ჟურნალისტმა მერი ბლიაძემ საკეისრო კვეთის დროს თავისი ქალიშვილის სიცოცხლის პირველი წუთები საკუთარი ხელით გადაიღო. ამის შესახებ ჟურნალისტი  სოციალურ ქსელში წერს. პატარას ლილე დაარქვეს.

“არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ ისე ვარ აფორიაქებული არც ორიგინალურობა გამომივა. თუმცა სიმართლე გითხრათ ეს ნაკლებად მადარდებს. უფალმა მესამედ მომცა შანსი განმეცადა ის ბედნიერება, რასაც შვილის დაბადებით განიცდის დედა. ვფიქრობ დედობა ქალისთვის ყველაზე დიდი ღირსება, საამაყო სტატუსი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა…

შეიძლება ითქვას შვილებთან ერთად გავიზარდე. უფროსი შვილი 18 წლის ასაკში გავაჩინე, მეორე 21 წლისამ. ახლა უკვე 30–ს გადაბიჯებული ვარ) სამწუხაროდ სამივე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე. გიორგის და ლიზის დაბადების შემდეგ ბევრს ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მეც მქონოდა ბედნიერება საკუთარი თვალით დამენახა ჩემი შვილების პირველი შეხვედრა სამყაროსთან, პირველი ამოსუნთქვა, გამეგო მათი პირველი ტირილი. ის კი არა, ნარკოზიდან გამოსულმა,გ აბრუებულმა ძლივს გავიაზრე, რომ დედა გავხდი.

საბედნიეროდ მესამე შვილზე ეს დაკალისი შევივსე. თითქოს პირველად გავხდი დედა. ჩემი შვილის დაბადება საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარი ხელით გადავიღე. განსაკუთრებით ველოდებოდი ამ მომენტს, ამიტომ მინდოდა მთელი ეს ბედნიერი წუთები ჩემი ხელით გადამეღო.

მე ეს შევძელი, თუმცა კიდევ არ მჯერა. გული ყელში მებჯინებოდა, ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა, როცა პატარას ხმა გავიგონე, ჩემს წინ ჩამოფარებული ფარდიდან თავი ამოყო და თავისი დიდრონი თვალები შემომაფეთა.

მადლობა კლინიკა „ბაიების“ დამფუძნებელს ქალბატონ ნია ონიაშვილს, რომ მომცა ამის საშუალება. მისი ძალისხმვით ჩემი გოგონა ჯანმრთელი მოევლინა ამ ქვეყანას. ასევე უღრმესი მადლობა ჩემი კონსულტაციის ექიმს Nino Latsabidze-ს რომელიც ცხრა თვე ზრუნავდა ჩვენს ჯანმრთელობაზე და სწორად განვითარებაზე. დღეიდან ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება ჩვენი ოჯახი ცხოვრებაში,”- წერს ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები