LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელესერიალის „კლუბი“ ვარსკვლავი ნოა რივერა უკვალოდ გაქრა

233
noariveranewsss

ცნობილი ამერიკული ტელესერიალის „კლუბის“ მსახიობი ნოა რივერა უკვალოდ გაქრა. რაიან მერფის ცნობილ შოუში სანტანა ლოპესის როლის შემსრულებელი კალიფორნიაში გაუჩინარდა. მას მდინარე პირუს სანაპიროზე ეძებენ. პოლიცია გაუჩინარებისა და ტრაგიკულად დაღუპვის ვერსიაზე მუშაობს.

შერიფის განცხადებით 8 ივლისს 33 წლის მსახიობმა ვაჟთან ერთად კატერი იქირავა და სასეირნოდ გაემგზავრა. დაახლოებით სამ საათში მცირეწლოვანი ბავშვი სანაპირზე იპოვეს, მას დამცავი ჟილეტი ეცვა. ბავშვი ამბობს, რომ ის და დედა ცურავდნენ, როდესაც ნოა რივერა მოულოდნელად თვალთახედვიდან გაუჩინარდა. მალევე იპოვეს მსახიობის მანქანა. სამაშველო სამუშაოები ამ წუთამდე გრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები