LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელესკოლის ერთ-ერთ ლექციას გია მურღულია წაიკითხავს

473
gia-murgulia-teleskola

30 მარტიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს გადაცემათა ციკლს ტელესკოლა, რომლის ერთ-ერთ პირველ ლექციას ფილოლოგი გია მურღულია აკაკი წერეთლის “გამზრდელის” შესახებ წაიკითხავს. ჩაწერები უკვე დაწყებულია და ტელესკოლის საშუალებით, მაყურებლები საქართველოს საუკეთესო მასწავლებლებს მოუსმენენ.

ამის შესახებ თავად გია მურღულია წერს სოციალურ ქსელში და გადაღებიდან ფოტოსაც აქვეყნებს:

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადებული პროექტის – “ტელესკოლის” გაკვეთილების ჩაწერა. მათ, პრაქტიკულად ყველა საგანში, კომპეტენტური პედაგოგები ჩაატარებენ და ისინი ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. პროექტი სულ რამდენიმე დღეში – 2020 წლის 30 მარტიდან ამოქმედდება და, რაც მთავარია, კრიზისის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ეს უკვე ოფიციალურად გამოცხადდა – მეორე არხი მთლიანად განათლებას დაეთმობა.

დღეს ერთი გაკვეთილი ჩავწერე – აკაკი წერეთლის “გამზრდელზე” ვესაუბრე ბავშვებს. ჩემთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ კლასიკა არასდროს ძველდება.

რატომ აპატია ბათუმ საფარ-ბეგს ის, რასაც “შენდობა არ უხერხდება”?

რატომ შეასრულა საფარ-ბეგმა ბათუს მოთხოვნა და გამზრდელთან წავიდა?

რატომ მოიკლა თავი ჰაჯი-უსუფმა?

ეთანხმება თუ არა თავად აკაკი გამზრდელს?

მართლა “უნებურად” ეწია საფარ-ბეგი ცოდვას, რომელიც უკვე 122 წელიწადია აღელვებს მკითხველს?

“ტელესკოლა” – ადგილი, სადაც საკლასო ოთახი მთელი საქართველოა!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები