LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ თათარაშვილი: ,,კორონას მერე დიაბეტი დამემართა…”

173
temur tatarashvili

მომღერალი თემურ თათარაშვილი ,,რუსთავი 2”-ზე ,,სხვა შუადღეს” სიმღერის შესასრულებლად ეწვია. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ცირა ბზიშვილის დახმარებით, პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიური გახლდათ და სამი სიმღერა ჩაწერა. პაუზა ჰქონდა მაშინ, როდესაც კორონა დაემართა. სამწუხაროდ, როგორც თათარაშვილი აღნიშნავს, მას კორონავირუსის შემდეგ დიაბეტი განუვითარდა და ახლა მკურნალობის პროცესშია. ,,სწორედ ამიტომ, უნდა ავიცრათ”, აღნიშნა თათარაშვილმა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებისას თავად აცრილი არ გახლდათ, მაგრამ ვირუსის გადალახვის შემდეგ ორჯერადი ვაქცინაცია ჩაიტარა და ასევე ხანში შესული დედაც აცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები