თემურ თათარაშვილმა თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერა წინასაახალწლოდ წარუდგინა. მომღერალმა კვლავ კომპოზიტორ ცირა ბზიშვილთან ითანამშრომლა და ახალი კომპოზიცია ჩაწერა, რომლის სახელწოდებაა „ერთადერთი“.

სასიყვარულო ბალადას დადებითი კომენტარები მოჰყვა მსმენელისგან. როგორც ისინი წერენ, კიდევ ერთი ულამაზესი სიმღერა მოისმინეს ნიჭიერი ტანდემისგან.

შეგახსენებთ, რომ თემურ თათარაშვილმა ცირა ბზიშვილის სიმღერაზე „გული ადამიანობს“ კლიპი გადაიღო და „ოქროს ტალღაზე“ საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის ჯილდო დაიმსახურა.

მსგავსი თემები