LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ წიკლაურის შვილიშვილის მუსიკა კოსმოსში გაიგზავნება: „მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა…“

10133
ანდრო და თემური მთავარზე

თემურ წიკლაურის შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, რომ ცნობილ ბაბუასთან ძალიან მეგობრობდა: „ძალიან მაგარი მეგობრები ვიყავით. ძალიან მიხარია და მადლიერი ვარ, რომ დედამიწაზე ცხოვრების დროს ასეთი ოჯახი შემხვდა. დავემთხვიეთ ამ ცხოვრებაში და მე შვილიშვილი ვიყავი, ის კი ბაბუა. იყო ჩემი მასწავლებელი, მეგობარი…“

გოჩა იაშაღაშვილმა თემურ წიკლაურის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა

ანდრო აღნიშნავს, რომ მუსიკა, რომელსაც თავად ქმნის, სარელაქსაციო, სამედიტაციო ხასიათისაა. როგორც ახალგაზრდა მუსიკოსი ამბობს, მალე კოსმოსში რამდენიმე ათეული ნამუშევარი გაიგზავნება: „კოსმოსში გაიგზავნება სულ 30 ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი იქნება. 15-წამიანი სიგნალები იგზავნება. ჩემს კომპოზიციას ჰქვია „კოსმიური ტბის გამჭვირვალობა“ და ამ მუსიკის ისეთ სიხშირეზე კონვერტაცია ხდება, რომ გაიგზავნოს კოსმოსში. 4 ოქტომბერს პირდაპირი რეისით გაფრინდება მზის სისტემის გარეთ მყოფი პლანეტისკენ და ადგილზე 2146 წლის 11 ოქტომბერს ჩავა“.

უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები… მინდა თემურ წიკლაურის სივრცე-მუზეუმის გაკეთება – ამ თემაზე ბევრი მიფიქრია: ქეთევან წიკლაური

ქეთი წიკლაური: „მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები