LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონზე“ სამკურნალოდ 4 ეფექტიანი მედიკამენტი არსებობს, აქედან ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი გვაქვს

884
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას სპეციალისტებმა კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრეს.

როგორც ცერცვაძემ ღონისძიების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, „ომიკრონი“ ძალიან სერიოზული გამოწვევაა და სწორედ ამ გამოწვევაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ სპეციალისტები და ექსპერტები.

კულუმბეგოვი: ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს თადარიგი – დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტოები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, ის შეხვედრაზე კლინიკურ ჯგუფს წარმოადგენდა და ისაუბრა იმაზე, თუ რა მედიკამენტებით გაუმკლავდება ქვეყანა კორონავირუსის ახალ შტამს.

„მკურნალობას რაც შეეხება, ერთი კვირის წინ დაახლოებით, ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა, რომელიც არის მთავარი მსოფლიოში და მის რეკომენდაციებს ასრულებს ყველა, დადო ოფიციალური რეკომენდაციის სახით 4 ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი „ომიკრონისთვის“, ეს არის – „პაცლოვიდი“, „ფაიზერის“ ახალი ტაბლეტირებული მედიკამენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედით ელის, რომ პანდემიას დაამთავრებს.

ეს უკვე ნებადართულია, მაგრამ ჯერ არცერთ ქვეყანაში არ გაყიდულა. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამას მიიღებს. გპირდებით, მაგრამ ეს ჯერ არ არის ცნობილი რამდენ ხანში.

თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი“ – კულუმბეგოვი

მეორე ადგილზე დგას „რემდესივირი“ – კარგად ცნობილი ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველომ და ძალიან ფართოდ  და ეფექტურა იყენებს. აღმოჩნდა, რომ „ომიკრონზეც“ ეფექტურია. ეს მედიკამენტი ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობის.  ამ შეხვედრაზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „რემდესივირით“ მკურნალობა, მაქსიმალურად ყველა კლინიკაში დაინერგოს.

მესამე მედიკამენტი – „სოტროვიმაბი“, ახალი მონოკლონული მედიკამენტი. ჩვენ ეს არ გავქვს და სავარაუდოდ, არ გვექნება რადგან დეფიციტურია და თან დრო დასჭირდება მის შემოტანას, მაგრამ ეს არ არის საჭირო, ის მხოლოდ მესამე ადგილზეა.

და მეოთხე ადგილზეა – „მონოპირავინი“, კიდევ ერთი ტაბლეტირებული რევოლუციური პრეპარატი, რომელიც „პაქსლოვიდთან” ერთად, ჯერ გაყიდვაში არ არის. მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ როგორც კი დაისმება დიაგნოზი, ვისაც ექნება დამძიმების რისკი მას მისცემენ და დიდი ალბათობით აცილებული იქნება სიკვდილიანობა, “- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ გარდა ამისა, სხვა ღონისძიებებიც იქნება გატარებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მობილიზებულია სამედიცინო სექტორი, იმისათვის, რომ ქვეყანა ახალ ტალღას მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდეს.

გაბუნია: იმატებს იმის შანსი, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება… სკოლას შეზღუდვები ყველაზე გვიან უნდა შეეხოს – გამოსავალია მასწავლებლებისა და პერსონალის ვაქცინაცია

კლინიკების ნაწილი, რომელიც კორონავირუსს ჰიბრიდულ რეჟიმში მართავდა, კოვიდპაციენტებს აღარ მიიღებს: თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეთა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არც სპეციალისტებს დაუყენებიათ და არც ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია არის ამგვარი

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება – თამარ გაბუნიას განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები