LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: კობახიძე ცრუობს და ცდილობს ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს

113
თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ცდილობს ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს, რომ ხალხმა მათ რეფორმების გატარება არ მოსთხოვს.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო დროს, ქვეყნის მიერ რეფორმების გატარების ტემპი განსაზღვრავს და არა ევროკავშირი.

„კობახიძე ცრუობს როცა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა და 15 წელზე მეტი სჭირდება ევროკავშირის წევრობას. იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა 8-დან 10 წელში მოახერხეს ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობა და ეს დამოკიდებულია რეფორმებზე და არა ევროკავშირზე.

შესაბამისად, ეს განცხადებები არის გაკეთებული იმისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინონ, რათა ხალხის მხრიდან არ ჰქონდეთ იძულება, რომ მოთხოვნები აღასრულოს. ამ ვადის ხელოვნურად გაწელვა იწვევს ფრუსტრაციას დასავლეთის მიმართ და აძლიერებს რუსეთის გავლენებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიეროს, რეფორმების წინსვლა გაყინოს და ამით რუსეთის ინტერესებს მოემსახუროს.

„ეს არის სამწუხარო რეალობა და მათ შორის, კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლაც, სადაც გვიწერია, რომ NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონე კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა იხმარონ.“– დასძინა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას  მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება, შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები