LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია – პრემიერს: გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ „NATO”-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ „NATO”-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში

58
თეონა აქუბარდია

გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ „NATO”-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ „NATO”-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ, მე დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ, როდესაც თქვენ საუბრობდით, რომ უკეთესები ვართ არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაზე, არამედ ევროპულ ქვეყნებზეც, გამახსენა ხრუშოვის 57 წელს გამოსვლის ლოზუნგი, როდესაც ის ამბობდა „დავეწიოთ და გავასწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს“. 

 

ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა შეიძლება განპირობებული იყოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოწესრიგებაზე - თვალი უნდა გავუსწოროთ და ვისაუბროთ ასეთ მიდგომებზე: მიხეილ სარჯველაძე პრემიერის განცხადებაზე

„ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პრემიერის განცხადებას, მიხეილ სარჯველაძე ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მმართველი გუნდისათვის პრიორიტეტია და ამიტომ ყველა პრობლემაზე, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს ღიად უნდა ისაუბრონ. 

 

სწორედ ამ საბჭოური ლოზუნგის სტილში გქონდათ თქვენ დღევანდელი გამოსვლა, იმ პროგრამაში, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ დღეს სიტყვა არ გიხსენებიათ, უკვე რიგით მეორე საანგარიშო წელია გვპირდებით, რომ მუშაობას დაიწყებთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე და კარგად იცით, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხედ არის შეფასებული, თუმცა აბოლუტურად რუსული დეზინფორმაციის სტილში გქონდათ გუშინ ყატარში გაკეთებული განცხადება: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ „NATO”-ს წევრები“, ამის შემდეგ თქვენ აპელირებას აცხადებთ, რომ ეს არის „NATO”-ს პოზიცია, შესაბამისად მე გეკითხებით, როდესაც კონსტიტუციაში თქვენმა გუნდმა ჩაწერა, რომ „NATO” და „EU” არის ქვეყნის არჩევანი, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის რომ გავხდეთ „NATO”-ს და „EU”-ს წევრები, არის თუ არა თქვენი განცხადება იმ კურსის მაჩვენებელი, რომელიც „NATO”-ზე უარს ნიშნავს, ისევე როგორც „EU”-თან მიმართებაში?! გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ „NATO”-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ „NATO”-ს წევრები ვერ გავხდებით სანამ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში?!

“მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას” – ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია

ასევე გეკითხებით, თუ რა გეგმა გაქვთ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება?! ამ გზავნილებით აპირებთ იმ წინა პირობების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა?! თუ აპირებთ, რომ ტყუილი გამარჯვებებით კვებოთ ხალხი და ქვეყანა წაიყვანოთ უფრო ღრმად რუსეთისკენ?!“ – თეონა აქუბარდია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები