LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე ანიტა რაჭველიშვილის ქველმოქმედებაზე: „ეს არის მცირედი ჩამონათვალი…“

1288
anita-rachvelishvili-news23323

ცნობილი პროდიუსერი და სცენარისტი, თეონა ჯორბენაძე აქვეყნებს ვრცელ სტატუსს ანიტა რაჭველიშვილისა და მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ და წერს, რომ მეცოსოპრანოზე და მის ოჯახზე თავდასხმა მიუღებელია.

გთავაზობთ მის სტატუსს:

20 ივნისის დარბევის ღია გაპროტესტების შემდეგ ორგანიზებული თავდასხმები არ წყდება ანიტა რაჭველიშვილზე. არ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამომდე, მაგრამ ჩვენი „პაუზა“ სწორედ ბატონ გიას არ მოეწონებოდა იმ ფონზე, როცა „შავრაზმელები“ უკვე ანიტას ოჯახზე გადავიდენენ. დღეს წავიკითხე ახალი ბრალდება, თურმე მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს და ქველმოქმედებას არ ეწევა. ეს უკვე უსინდისობის და უმადურობის მწვერვალია! ამიტომ მინდა შეგახსენოთ, ის ფაქტობრივი მასალა, რომლის შესახებაც თავად არასდროს საუბრობს. Anita Rachvelishvili-Maisuradze <3

ანიტას ყველა პროექტი საქართველოში ჩვენს შემოქმედებით გუნდთან ერთად განხორციელდა და ის ყველა ჯერზე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, ვმართავდით და ვმართავთ აქციებს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. გარდა ამისა, არის უამრავი შემთხვევა, როცა ის პირადად ურიცხავს სტუდენტებს, სტიქიით დაზარალებულებს, სოციალურად დაუცველებს, ცხოველების დამცველებს.

მინდა დავწერო მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი ანიტა რაჭველიშვილის ბოლო წლების იმ სოციალური პროექტებისა, რომლებიც სასიცოცხლო და გადამწყვეტი იყო არაერთი ადამიანისთვის:

საქველმოქმედო კონცერტი მუსიკოს ვატო მაღრაძის გადასარჩენად

საქველმოქმედო ტელემარათონი ფონდ „იავნანასთან“ ერთად სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად

საქველმოქმედო საღამო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ბავშვთა ჰოსპისის დასახმარებლად

საქველმოქმედო წარმოდგენა „მეხსიერების ბარათი – მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ (თბილისი, ბათუმი)

საქველმოქმედო გალა-კონცერტი ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt და ეროვნულ მუსიკალურ ცენტრთან ერთად “მწვანე საქართველო, ჯანსაღი მომავალი“

საქველმოქმედო კონცერტები ნიკოლოზ რაჭველთან ერთად Cross Over The World (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი)

საქველმოქმედო აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ფონდის „ევროპადონას“ დასახმარებლად

საქველმოქმედო აქცია მოხუცთა თავშესაფარში გათბობის სისტემის დასასრულებლად ფონდ „იავნანასთან“ და ნინო ქათამაძესთან ერთად

საქველმოქმედო საღამო „აიდა ღია ცის ქვეშ“ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მხარდასაჭერად

საქველმოქმედო გალა-კონცერტი პარიზის სალ-ფლეიელში პაატა ბურჭულაძესთან და ფონდ „იავნანასთან“ ერთად

P.S. ანიტას ცრემლებით ნამღერი “ჰერიო ბიჭებო” დღეს უფრო მოქმედებს ჩემზე… აღარ მოეშვნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი არტისტების დევნას და ასეც გააგრძელებენ სანამ შესატყვის პასუხს არ მიიღებენ ჩვენგან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები