LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე: „ძალიან ცუდია ფეიკ სათაურებით გია ყანჩელის გამოყენების მცდელობა…“

546
yancheli

სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს, რომ გია ყანჩელის ღია წერილი, სადაც ცნობილი კომპოზიტორი ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხატულ აგრესიას დაუპირისპირდა, ცუდად გამოიყენეს.

გთავაზობთ თეონა ჯორბენაძის მოსაზრებას ამ თემაზე:

„ძალიან ცუდია ფეიკ სათაურებით გია ყანჩელის გამოყენების მცდელობა. ასეთი ნიუსები ერთ დღეზე მეტს ვერ ცოცხლობს და საქმეს არ წაადგება.

სინამდვილე კი ასეთია, 31 მარტს აგრესორ და გიგანტომანიაკ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ფილარმონიის სცენიდან ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ექიმებს საერთაშორისო დღეს სწორედ გია ყანჩელის მუსიკით მიულოცა. „ჩვენი ყანჩელი“ -ასეთია პროექტის სახელწოდება. ბატონმა გიამ ამ საღამოსთვის სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ნათლად ჩანს მისი სიყვარული და პატივისცემა ორკესტრის, ნიკას და გიორგი ცაგარელის მიმართ.

მეორე განყოფილებაში სამების ტაძრის საპატრიარქო და გორის ქალთა გუნდებთან ერთად „სტიქსი“ დაუკრა. კინოსა და თეატრისთვის შექმნილი შედევრები ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა და ზვიად მიჩილაშვილმა შეასრულეს.

P.S. ჭკვიანი ადამიანი ამ სიტუაციაში ყველა დაინტერესებული მხარისთვის სარგებლიან გამოსავალს მოძებნის, უტვინო და ბოღმა მტრობის აგორებას შეეცდება. ეს ორკესტრი არავის უპირისპირდება, არავის ერჩის და სინამდვილეში არც ინტერესთა კონფლიქტია სადმე. არსებობს მხოლოდ ერთი სინამდვილე, ორკესტრს სჭირდება დარბაზი და თავის მხრივ იმისთვის, რომ სიცოცხლისუნარიანი იყოს – დარბაზს სჭირდება ორკესტრი. დანარჩენი ყველაფერი, წესით, მუშა პროცესი და მოლაპარაკების საგანია.

ჩემი მხარდაჭერა ყველა ჯანსაღ, გულისხმიერ, პოზიტიურ და სასარგებლო ცვლილებებზე ორიენტირებულ ადამიანს!“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართეს და სთხოვეს, განიხილონ ფილარმონიის დიდი დარბაზის მათთვის გადაცემის შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები