LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე: „სად იყვნენ ეს მუსიკოსები მაშინ, როცა პაატა ბურჭულაძეს სამარცხვინო ინკვიზიციას უწყობდნენ?“

183
teonajorbenadzenewamay

პროდიუსერი და სცენარისტი, თეონა ჯორბენაძე ანიტა რაჭველიშვილის „მთავარ არხზე“ გამოსვლის შემდეგ, სადაც მეცოსოპრანომ ქართული ორკესტრის მუსიკოსები გააკრიტიკა და მათ დონეს სამარცხვინო უწოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ანიტა რაჭველიშვილი ამ გამონათქვამის გამო ქართველმა კოლეგებმა გააკრიტიკეს, თეონა კი წერს, რომ არ ახსოვს იმავე მუსიკოსების გამოხმაურებები მაშინ, როდესაც პაატა ბურჭულაძეს ინკვიზიციას უწყობდნენ:

„სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ამდენი მუსიკოსი თუ  მოიხმარდა ასე აქტიურად  სოციალურ ქსელებს. არ მეგონა იმიტომ, რომ როდესაც ჩვენს თვალწინ კლავდნენ ლეგენდარულ პაატა ბურჭულაძეს და სამარცხვინო ინკვიზიციას უწყობდნენ, არსად შემხვედრია მათი პოსტები. ხომ ვერავინ მეტყვის, რომ ერთი წამით მაინც სჯეროდა რომელიმეს უპოვარი ბავშვების ყულაბიდან ხურდა ფულს რომ ითვისებდა პაატა?  სად იყო ეს ხალხი მაშინ? ჩვენი მეგობარი მუსიკოსების გარდა, რატომ ხმა არ ამოიღო არავინ? და დღეს, როცა ქვეყნის ცხოვრების ორბიტიდან ლამის საერთოდ გააქრონ სახელოვნებო სფერო და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მუსიკისები, ამაზე პროტესტი არ ჩნდება და ანიტას შეესივნენ ასე დაუნდობლად? გასაგებია, რომ სხვა ფორმით  ნათქვამი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს გადავლა რა უბედურებაა? ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ რამდენიმე მათგანმა მანამდე შეფარული სიძულვილი გამოავლინა. მუსიკოსთა წრეში ხომ მაინც უნდა იყოს პრიორიტეტი ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული. თუ ვინმეს რამე ეწყინა ანიტასგან, ამისთვის არსებობს პირადი მიმოწერის სივრცე და არ მგონია, ასეთი თემების საჯარო წივილ-კივილს ვინმესთვის სარგებელი მოჰქონდეს.

ვინც ანიტას იცნობს, ზუსტად იცის, როგორი მზრუნველი დამოკიდებულება აქვს თითოეული მუსიკოსის, თბილისის კონსერატორიის, ახალგაზრდა მომღერლების, ჩვენი საოპერო თეატრის მიმართ. რამდენ უხმაურო ქველმოქმედებას გაუვლია მისი მხრიდან თუნდაც ჩემს ხელში.

ყოველთვის უსაზღვროდ მადლიერი ვიქნები  იმ წარმოუდგენელი ერთგულებისა და თანადგომის გამო, რაც ფონდ „იავნანას“ და პაატას დისკრედიტაციის კოშმარულ პერიოდში გამოიჩინა. მას არ უფიქრია „სიფრთხილესა“ და პირად კეთილდღეობაზე იმ ხალხისგან განსხვავებით, ფონდი რომ ეხმარებოდა მანამდე წლები, ყველაზე მძიმე დროს კი საკუთარი მდუმარებით რომ დაგვაყრუეს.

ყველას გისურვებთ  ერთგულ მეგობრებს.

Anita Rachvelishvili-Maisuradze <3“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები