LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჯორბენაძე: „სამარცხვინოა ნანის კონცერტით სპეკულირება…“

108

სცენარისტი თეონა ჯორბენაძე ნანი ბრეგვაძეს მხარდაჭერას უცხადებს. მოგეხსენებათ, მომღერალი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მარტის ბოლოს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ საიუბილეო კონცერტის გამართვას აპირებს.

თეონა წერს, რომ საქართველოში გაცხადებული კულტურის პოლიტიკა არ არსებობს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„ჩემგან ბევრი გული ნანის  <3 <3 <3

როცა არ არსებობს ჩამოყალიბებული, გაცხადებული პოლიტიკური ხედვა, როცა არ არსებობს გაცხადებული კულტურის პოლიტიკა. როცა 25 წელია ვერ გაირკვა უნდა არსებობდეს თუ არა კულტურული ან სხვა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. როცა ერთი მხრივ, თემის აგორება თუ გახდა საჭირო, ქართველი არტისტების დევნა იწყება და მეორე მხრივ, ტაშის კვრით ხვდებიან აღდგენილ სავაჭრო ურთიერთობებს და წარმატებულ პარტნიორობას ბიზნესში. როცა რამდენიმე დღეში შეიძლება რუსული კულტურის, კინოს, თეატრის თუ ლიტერატურის დღეები გაიმართოს საქართველოში, როცა ჩუმად ბევრი დადის და საქმეებს “ხოდავს” რუსეთში, ამ ფონზე ისეთ ბოროტებად და მთავარი თემების გადაფარვად მიმაჩნია მართლა ეროვნული ლეგენდის ნანი ბრეგვაძის საერთოდ ხსენება და მისი გარევა, განკითხვა. ეს რა უბედურებაა, ეს რა გამეტებაა, ეს რა უღირსობაა. იმის გამო, რომ საერთო გადაწყვეტილება არ არსებობს, არტისტების დევნით იწერენ ქულებს და რეიტინგს “პატრიოტები”? სამარცხვინოა ნანის კონცერტით სპეკულირება, ეს მხოლოდ მისი ნება და გადასაწყვეტია, არავის აქვს უფლება სასამართლოები მოუწყოს რომელიმე ადამიანს. ეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ გადარჩება, როცა თითოეული ადამიანის განცდა და ნებითი არჩევანი გახდება ფასეული.

ჩემი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული ქალბატონ ნანის <3 მინდა, ოდესმე დასრულდეს ადამიანების სიტყვით დახვრეტა და დევნა ამ ქვეყანაში, მით უფრო მათ მიერ, ვისაც ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერი შეუქმნია და მხოლოდ უზნეო კომენტარების წერით ირთობენ თავს და პატრიოტიზმით შენიღბულები ძალადობენ ადამიანებზე. მართლა გაუსაძლისია უკვე ამდენი სიძულვილი!!! თავის დამკვიდრების სხვა გზა არ არსებობს და აუცილებელია სხვა ადამიანის გათელვა ამისთვის??? სანამ მართლა რამე უბედურება არ დატრიალებულა, როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს განზრახ მკვლელობები!!!

მთავარი შეკითხვა კი არის შემდეგი – უნდა არსებობდეს თუ არა ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირები და მათ შორის უნდა არსებობდეს თუ არა კულტურული ურთიერთობები? და ამ მთავარი შეკითხვების დაყვანა ერთი რომელიმე არტისტის ერთი კონცერტის მოხსნა-არმოხსნაზე უბრალოდ, არაფერში წერია და დანაშაულია, როდესაც ამ თემის აგორებით უდიდესი დამსახურების ადამიანის მორალურ განადგურებას ახდენენ!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები