LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძე: „ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატე და სხვა არაფერი?!..“

10099
kontridze-charkciani

თეონა კოტრიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოსო პავლიაშვილის სიმღერა „თენდება“ და დაწერა, რომ ის თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნია. როგორც თეონა აღნიშნავს, კიდევ კარგი, რომ ირაკლი ჩარკვიანი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ ახლა ქართველებისგან უკვე დავიწყებული იქნებოდა…

გთავაზობთ თეონას სტატუსს ამ თემაზე:

„გინდა, მოღალატედ შემრაცხეთ, გინდა, პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვამბობ, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა. „სამშობლო“ 90-იანი წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად იქცა. ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება. კიდევ კარგი, ირაკლი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგან მიგტდებული და ცხრაგზის დავიწყებული. ასჯერ გამიგია კოლეგებისგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი?!

გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო. თქვენ ან მუსიკა არ იცით, ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში.

ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით, ბავშვებო! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი.

კომპოზიტორი და შემსრულებელი, სოსო პავლიაშვილი. ამინ!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები