LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა კონტრიძის მიმართვა რუსებს – „შეიძლება, ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

134

რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, თეონა კონტრიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით ავრცელებს ვიდეომიმართვას რუსების მიმართ და ეკითხება მათ, რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებს.

თეონა აღნიშნავს:

„იცით თუ არა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა რუსეთში შემოსასვლელად. ამ ვიზის მიღება, უახლოესი ნათესავების არსებობის შემთხვევაში, არარეალურია, უბრალოდ, უარს გეუბნებიან. თუკი არ ხარ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი ან დიპლომატი, ამ ვიზის მიღება არარეალურია. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები რომ საქართველოში გაემგზავრონ, ისიამოვნონ პეიზაჟებით, ღვინითა და მეგობრებით, მათ ვიზა არ სჭირდებათ…

მითხარით, არის თუ არა ეს სამართლიანი, თქვენი მოსაზრებით და შეიძლება თუ არა ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები