LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექინსპექტირების გავლის მიზნით, ავტომობილების მფლობელების ნაწილი აღჭურვილობას ქირაობს

263
20171229121218

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელები ტექინსპექტირების გავლის მიზნით, საბურავებსა, ფარებს,ცეცხლმაქრებს და სხვა აღჭურვილობას თხოულობენ.

მათივე ინფორმაციით, ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის ინსპექტირების გასავლელად თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე.

ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა ავტომფლობელების მიერ ინსპექტირების გავლის მიზნით ერთჯერადი მანიპულაციების გამოყენება. მათ შორის, მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება.

კვლევის მეორე ეტაპმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება.

ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და კვლევითი ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩთან“ თანამშრომლობით ჩაატარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპი, რომელიც 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები