LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექინსპექტირების საკითხში ახალი ცვლილებები შემოდის

594
shalva-uriadmyopeli

გადაცემის ლაივი LIVE

როდის იგეგმება ცვლილებები ტექინსპექტირების სფეროში, რა უნდა გაითვალისწინონ ავტომობილის მძღოლებმა და ექმნებათ თუ არა პრობლემა მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს? “ავტორადიოს” ეთერში ყველა მნიშვნელოან სიახლეზე ვრცლად ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგზაო სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, უსაფრთხოების უფროსმა ბატონმა შალვა ურიადმყოფელმა.

ტექინსპექტირების სფეროში ცვლილებები ორ ეტაპად იყოფა. ცვლილებები, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის 1 იანვრიდან და მეორე ეტაპი, რომელიც 2020 წლის 1 აპრილიდან დაიწყება. 1 იანვრის ცვლილებებით, ტექინსპექტირების ნაწილში აქამდე შესაძლებლი იყო სტიკერებით ფარების რეგულირება, თუმცა 2020 წლის 1 იანვრიდან მსგავსი რამ აიკრძალა. ფარები ავტომობილზე უნდა იყოს ან ტექნიკურად გამოსწორებული ან ქარხნული, სტიკერების გარეშე. ეს არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.

რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს?

მინდა დავამშვიდო ავტომფლობელები, ვისაც ყავს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან 2020 წლის 1 აპრილამდე, ეხება პირველად რეგისტრაციას, ისინი ჩვეულებრივად დაექვემდებარებიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. რაც შეეხება რეგულაციას: 2020 წლის 1 აპრილიდან, პირველად დარეგისტრირებულ ავტოსანტრანსპორტო საშუალებები თუ იქნებიან იმპორტირებულები მარჯვენა საჭით, აუცილებელია შეინარჩუნონ საჭე მარჯვენა მხარეს. საჭის გადატანა არ არის ამ ეტაპზე დაშვებული და არც მომავალში იქნება დასაშვები.

 

რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებები და რას გვაძლევს ეს ყველაფერი?

რეგულაციები, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. მაგალითად: საჭე, რომელიც გადატანილია და რომელსაც ვამოწმებთ ინსპექტირების დროს, პრობლემების და საფრთხის შემქმნელია საგზაო მოძრაობის დროს. ხშირად ყოფილა შემთხვევები რომ საჭის მექანიზმი დაზიანებულა მოძრაობაში, უეცრად გატყდა საჭის ღერძი, ან ვერ დაიმორჩილა მძღოლმა საჭე და ა.შ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები.

რაც შეეხება საბურავებს, რამდენადაც ცნობილია, ამ მიმართულებითაც გაქვთ სიახლეები…

საბურავებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საგზაო უსაფრთხოებაში და დიახ, ამ მიმართულებითაცაა სიახლე. ამ დრომდე ჩვენ შეზღუდული არ გვქონდა საბურავების წლოვანება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საბურავს აქვს თავისი ცვეთა საბურავების ვადა განისაზღვრა 10 წლამდე, ათ წელზე ძველი საბურავების გამოყენება ავტოსანტრანსპორტო საშუალებებზე იკრძალება და კონკრეტულად საბურავების შემოწმებაც 1 აპრილიდან დაიწყება.

როგორ ჯარიმდება მძღოლი თუ ძველი საბურავები უყენია ავტომობილზე?

თუ ინსპექტირების დროს აღმოჩნდა რომ საბურავები არის ძველი, ამ შემთხვევაში მოხდება ავტომობილის დახარვეზება. ხოლო ინსპექტირების დადებითად გავლისთვის საჭირო იქნება საბურავების გამოცვლა. რაც შეეხება ჯარიმას, საპატრულო პოლიციის მიერ არ არის განსაზღვრული.

რას გვეტყვით კატალიზატორზე?

ამ შემთხვევაშიც ცვლილება ამოქმედდება 1 აპრილიდან. კატალიზატორული კონვერტორი იქნება სავალდებული რომ შემოწმდეს ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 1 აპრილიდან და აუცილებელია დააკმაყოფილონ გამონაბოლქვის პარამეტრები, ევროპული ნორმა. ხოლო არსებულ ავტოპარკს რაც შეეხება, დაახლოებით 45% არის 20 წელზე ძველი და უმრავლესობას არ გააჩნია კატალიზატორული კონვერტორი. შესაბამისად მათი გამონაბოლქვის ნორმა ეტაპობრივად დარეგულირდება და მივა ევროპულ ნორმამდე. 1 აპრილიდან შემცირდება 0,7-მდე , მომდევნო 2021 წლის 1 იანვრიდან ჩამოვა 0,6-მდე და 2022 წლიდან ნორმა უნდა გაუთანაბრდება – 0,5 ევრო სტანდარტს.

 

როგორ გაივლიან ტექინსპექტირებას თხევად აირზე მომუშავე ავტომობილები?

ტექნიკურ რეგლამენტში შევიდა ცვლილება, ჯერ კიდევ სექტემბერში და 1 იანვრიდან უკვე ამოქმედდა შემოწმება თხევად აირზეც. ინსპექტირების დროს შემოწმდება მათი სერთიფიკატი, რაც გულისხმობს რომ თვითონ სისტემა, აირბალონები, რომელიც ჩამონტაჟებულია მანქანებში უნდა იყოს გამართული. პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებამდე თითოეულმა მძღოლმა უნდა შეამოწმოს რამდენად გამართულად მუშაობს აირბალონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები