LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ამერიკული ბრენდი John Deere ქართულ ბაზარზე შემოდის

136
r4g080024-large

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის – John Deere წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას კომპანიის John Deere აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ახალი ხელმძღვანელი ალექსეი კუზნეცოვი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ კომპანიის წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნო. აღნიშნული პროგრამა ფერმერებს ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას აძლევს.

გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მიესალმება ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული ბრენდის John Deere-ს საქართველოში შემოსვლას. „ვფიქრობ, კომპანია John Deere მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის მეტ შესაძლებლობას მისცემს და დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხიან დამუშავებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები