LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის შეცვლას სთხოვს

88
bigbeni-droshit

ბრიტანეთის პრემიერი ევროკავშირს ბრექსიტის თარიღის კიდევ უფრო გადაწევის თხოვნით მიმართავს.

ტერეზა მეის სურს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი რაც შეიძლება მალე დატოვოს, რადგან 22 მაისს ბრიუსელში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მოუწიოს.

მისივე განცხადებით, ის აპირებს შეხვდეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს ჯერემი კორბინს, რათა შეთანხმდნენ ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობის გეგმაზე.

ტერეზა მეის თქმით, მის მიერ ევროპელ მაღალჩინოსნებთან მიღწეული შეთანხება, რომელსაც ბრიტანეთის პარლამენტში არც ერთხელ არ დაუჭირეს მხარი, აქტუალური დარჩება.

შეგახსენებთ, 10 დღეზე ნაკლები აქვს დიდ ბრიტანეთს იმისათვის, რომ კონსენსუსს მიაღწიოს და ბრექსითის გეგმა შესთავაზოს ევროპას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ევროკავშირის შეთნხმების გარეშე დატოვება მოუწევს.

თავდაპირველად დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული დავის გამო ბრექსიტი რამდენიმე კვირით გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები