LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პრემიერის პოსტი შეინარჩუნა

terezamei

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა. მეის კანდიდატურას კონსერვატიული პარტიის კენჭისყრაზე კანონმდებლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ BBC წერს.

პრემიერმინისტრს ნდობა პარლამენტის 200-მა წევრმა გამოუცხადა. 117-მა კი მიიჩნია, რომ ტერეზა მეი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას სწორად არ ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ მოქმედ პრემიერს თანამდებობის შესანარჩუნებლად 159 ხმა, ანუ უბრალო უმრავლესობა ესაჭიროებოდა.

ტერეზა მეი განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსებს გაერთიანებისა და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც საკუთარი კონსერვატიული პარტიის წევრი დეპუტატების მხრიდან უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა.

კენჭისყრის შემდეგ, მეიმ კანონმდებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი Brexit-ის პროცესის ბოლომდე მიყვანა და ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნაა.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები