5-23 სექტემბერს, ორგანიზაციის “ქალები კინოსა და ტელევიზიაში” (WIFT Caucasus) მოწვევით საქართველოს ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი, გეილ ენნ ჰერდი ესტუმრება.

პროდიუსერი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებს მოინახულებს და კინოს სფეროში მომუშავე ადამიანებს შეხვდება. გაიმართება ასევე მისი ფილმის ჩვენება და პანელი.

 

1980-იანი წლებიდან მოყოლებული, რეჟისორს ისეთ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: The Terminator, Aliens, Armageddon, The Walking Dead, The Abyss და ა.შ.

გეილ ენნი საერთაშორისო ორგანიზაცია Women in Film & Television International-ის (WIFTI) საპატიო წევრი და აქტიური მხარდამჭერია. მიმდინარე წლის ივლისში სწორედ მისი ხელშეწყობით დაფუძნდა ორგანიზაციის კავკასიის ფილიალი, რომლის საბჭოს წევრების უმეტესობაც საქართველოდან არიან,  პრეზიდენტი კი რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილია.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები