LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla თავის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოს დასაცავად უკრაინაში ბრუნდებიან – 3 თვის ხელფასს გადაუხდის

755
2C8887CA-F281-4594-B4B1-3CF44370328B-1200x675-1

ილონ მასკის Tesla თავის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოს დასაცავად უკრაინაში დაბრუნდნენ, ან დაბრუნდებიან – სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში ხელფასს მაინც გადაუხდის.

კომპანიის ამ გადაწყვეტილების შესახებ Tesla-მ საკუთარ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით აცნობა. ამავე შეტყობინებაში ნათქვამი იყო ისიც, რომ 3 თვის შემდეგ, Tesla გეგმავს ხელახლა შეაფასოს უკრაინაში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე მოვლენების გავლენა მის უკრაინელ თანამშრომლებზე და თუ საჭიროება იქნება, ანაზღაურების გადახდა გააგრძელოს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უკრაინელებს მოუწოდა სამშობლოს დასაცავად, უკრაინაში დაბრუნებისკენ.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, 66 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა უცხოეთიდან უკრაინაში, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. „66 224. აი, რამდენი კაცი დაბრუნდა ამ მომენტისთვის უცხოეთიდან, რათა დაეცვა თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა. უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ“, – დაწერა რეზნიკოვმა ტვიტერზე გასულ კვირას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები