LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესლა თბილისშია და მისი ქირაობა ნებისმიერს შეუძლია – რა ღირს ყველაზე თანამედროვე მანქანით სიარული [ფოტო/ვიდეო]

4447
icar

„აიქარმა“ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი თანამედროვე და უახლესი პროექტი შემოიტანა – ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე თბილისში, აიქარის გაზიარების სერვისშია და დღეიდან, შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას უკვე სულ მცირე 2 წელია ფლობს, შეუძლია ამ სერვისით ისარგებლოს.

აიქარის აპლიკაციას ტესლას 10 ერთეული ელექტრო მობილი დაემატა. თუმცა ტესლას ქირაობისთვის გადასახადი განსხვავებულია. როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ერთი საათის ღირებულება 12.5 ლარია და თან მისი დაჯავშნა სულ მცირე 24 საათით უნდა მოხდეს.

კომპანია აიქარის დირექტორი გიორგი ხუროძე ამბობს, რომ „აიქარს“ მომავალში კიდევ ბევრი სიახლე აქვს დაგეგმილი.

„დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ტესლას ელექტრო მობილები  დადიოდეს საქართველოს გზებზე, გარემო დავიცვათ და გავაჯანსაღოთ, დავნერგოთ თანამედროვე ტრენდები, გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია დღეს – გარემოს დაცვა. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ვავითარებთ ბაზარს. წინ კიდევ ბევრი სიახლეა.“ – აცხადებს გიორგი ხუროძე.

ტესლა მოდელი 3 2018 წელს შეიქმნა და იგი სრულად ელექტრონულია. მოდელი 3, S და X მოდელებისგაუმჯობესებული ვერსიაა. მოდელი 3 აქამდე შექმნილ ელექტრო მობილებს შორის ყველაზე უსაფრთხოა, რასაც მისი დიზაინი განაპირობებს, სადაც მეტალის სტრუქტურა ფოლადის და ალუმინის კომბინაციაა. მოდელი 3 აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით და ოთხი წამყვანი თვლით.  ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, ეს ორი ძრავი ციფრულად მართავს წინა და უკანა თვლებს, რაც არსებითად აუმჯობესებს მართვას და კონტროლს. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მოდელს შეუძლია ზუსტად 3, 2 წამში 0 – დან 97 -მდე კმ/სთ განავითაროს.

კომპანია აიქარი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში ელექტრო მობილების გაზიარების სერვის სთავაზობს მომხმარებელს. ბაზარზე აიქარი 2019 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს და ავითარებს ელექტრო მობილების გაზიარების სერვის დიდ ქალაქებში. აიქარი წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში. 2019 წლის აგვისტოდან კი უკვე ბათუმშიც. უახლოეს მომავალში გაზიარების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც.

ამჟამად ავტო პარკში შემდეგი მარკის მანქანებია: ნისან ლიფის, რენო ზოის და ტესლა მოდელ 3.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები